თბილისში აბაზანიდან გამოსულ დედას 3 თვის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა

თბილისში აბაზანიდან გამოსულ დედას 3 თვის ბავშვი გარდაცვლილი დახვდატრაგედია მოხდა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დედა სახლში იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ქალი აბაზანაში იყო შესული და გამოსვლის შემდეგ ჩვილი გარდაცვლილი დახვდა.

მეზობლების განცხადებით, ბავშვის დაღუპვის შესახებ პოლიციას თავად მშობელმა შეატყობინა. მეზობლების თქმით, იმ დროს როდესაც დედა სააბაზანოში იმყოფებოდა, ბავშვი სავარაუდოდ კრუნჩხვებში ჩავარდა და დაიღუპა. ახლობლების თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.

„ეძინა ბავშვს და ბანაობდა დედა, რომ გამოვიდა, ნახა ამ მდგომარეობაში. თავს იკლავს ტირილით, ნახეთ გოგო რა დღეშია. სხვა არავინ იყო სახლში. რომ ნახა ბავშვი იყო გაგუდული, ჩაბრუნებული ლოგინში. პოლიციაში თვითონ დარეკა.“- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი

3 თვის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე პოლიციამ გამოიძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი