თორნიკე აბულაძე – “სამშენებლო სექტორში გაყიდვები 40%-ით არის შემცირებული“

თორნიკე აბულაძე - "სამშენებლო სექტორში გაყიდვები 40%-ით არის შემცირებული“„საბანკო რეგულაციების გამო გაყიდვები 40%-ით არის შემცირებული“.

ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელმა და „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციები აუცილებლად შესარბილებელია და ყოველდღიური მოლოდინი აქვს, რომ ეს მალე მოხდება.

„იპოთეკური სესხების მიმართულებით რეგულაციები უნდა შერბილდეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სექტორში გაფუჭებული კრედიტის პორტფელი რეგულაციების შემოღებამდე 0.98% იყო. შესაბამისად, ამისი გაიგივება ჭარბვალიანობასთან დაუშვებელია.

სამწუხაროა, რომ ეროვნულ ბანკს რეგულაციის შემოღებამდე ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მიმაჩნია, რომ რეგულაციების შედეგად, მძიმე შედეგი მივიღეთ და მათ შერბილებამდე ყოველი გადავადებული დღე პრობლემატურია. შემიძლია გითხრათ, რომ რეგულაციების შედეგად, 40%-ით არის შემცირებული მყიდველების რაოდენობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ იპოთეკური სესხების ნაწილში ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება და უკვე დაგვიანებული რეაქცია ამის არშეცვლაზე,“- განაცხადა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

ბიპიენი