ტრამპმა ირანის დაბომბვა რაკეტების გაშვებამდე 10 წუთით ადრე გადაიფიქრა – თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ

ტრამპმა ირანის დაბომბვა რაკეტების გაშვებამდე 10 წუთით ადრე გადაიფიქრა - თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რაკეტების გაშვებამდე 10 წუთით ადრე ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვის ბრძანება გააუქმა. მისივე თქმით, ეს ადამიანების დაღუპვის თავიდან ასაცილებლად გააკეთა. მისივე თქმით, ის კვლავ მზად არის ირანთან მოლაპარაკებებისთვის. ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანის სამი სამხედრო ობიექტის (რადარები და რაკეტების გასაშვები დანადგარები) დაბომბვის გეგმა მომზადდა ირანის მიერ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების პასუხად. საბრძოლო პოზიციები ჰქონდათ დაკავებული ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს სპარსეთის ყურეში. თვითმფრინავები ავიამზიდებიდან და აშშ-ის ბაზებიდან რეგიონში უკვე ჰაერში იყვნენ და სამიზნეებს უახლოვდებოდნენ.

საპასუხო თავდასხმის მომხრე იყო ტრამპის მთელი გუნდი: სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტრამპს თავდასხმა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებმა გადააფიქრებინეს.

იპნ