წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობისთვის 3 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა დაბა წაღვერთან 60 წლის აკაკი პაპიძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთი პირი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის დააკავეს.

ცნობისთვის, აკაკი პაპიძე საკუთარ მანქანაში მოკლული მისმა მეუღლემ იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ავტომანქანა, სადაც პაპიძე გარდაცვლილი იპოვეს, სავაჭრო ჯიხურად ჰქონდათ გადაკეთებული. სწორედ აღნიშნულ მანქანაში ათევდა ღამეს მამაკაცი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019