ზუგდიდში ავარიის შედეგად მანქანა ამობრუნდა – 2 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019