1 დოლარი 2.9096 ლარი გახდა

1 დოლარი 2.9096 ლარი გახდალარის რეკორდული გაუფასურება ისევ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8320 ლარი იყო. ცვლილებამ 0.0776 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2599 გახდა. ცვლილებამ 0.0821 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.