27 წლის კაცი მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს – რა მოხდა კუმურდოში

27 წლის კაცი მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს - რა მოხდა კუმურდოში14 ივლისს სოფელ კუმურდოს მკვიდრი, 27 წლის ახალგაზრდა ახალქალაქში, მიტოვებულ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც სოფელ კუმურდოს რწმუნებული არტურ კურგინიანი ამბობს, 27 წლის კაცი 2 დღის წინ გაუჩინარდა და მას ეძებდნენ.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Jnews.ge ინფორმაციით, თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზებზე კონკრეტულად ვერავინ საუბრობს, თუმცა ახალგაზრდები, რომლებიც გარდაცვლილს იცნობდნენ, ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ, მან კაზინოში დიდი თანხა წააგო.

სამხრეთის კარიბჭე