7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება7 ივლისს საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, არჩევნების მოგების შანსი აქვს მთავარ ოპოზიციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას „ახალ დემოკრატიას“, თუმცა ჯერ ვერც ერთი გამოკვლევა ვერ ამტკიცებს, მოახერხებს „ახალი დემოკრატია“ მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად, თუ მას კოალიციის შედგენა დასჭირდება.

მას დაახლოებით 10 პროცენტით ჩამორჩება ამჟამინდელი მმართველი რადიკალური მემარცხენე პარტია „სირიზა“. ამ ორი ლიდერი პოლიტიკური ძალის გარდა პარლამენტში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს. ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაინიშნა.

იპნ