ახალციხეში ტოიოტა 2 მანქანას დაეჯახა – 2 ქალი დაშავდა

ახალციხეში ტოიოტა 2 მანქანას დაეჯახა - 2 ქალი დაშავდა13 ივლისს ახალციხეში ავარია მოხდა. საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 2 ავტომანქანას დაეჯახა.

„ძლიერი ხმაური იყო და გარეთ გამოვედი. როგორ მოხდა, არ ვიცი, მანქანები აღარ გამოდგება. ერთ მანქანას ქართული ნომრებიც არ აქვს, მგონი, დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ქალმა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.

“მდგომარეობა მძიმე არ არის. ერთს მსუბუქი ტრავმა აქვს, მარჯვენა ხელზე ბზარი და თავზე აქვს პატარა ჭრილობა. მეორეს მენჯ-ბარძაყის სახსარზე აქვს პრობლემა. სერიოზული არაფერია“, – ამბობენ კლინიკა „იმედში“.

ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სამხრეთის კარიბჭე