ანტუან გრიზმანი: ”მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”ბარსელონას ფრანგმა ახალწვეულმა ანტუან გრუზმანმა ბარსელონაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ვარჯიშის შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

”ბარსელონაში თამაში ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა რომ ბევრი ტიტული მოვიგო. ვიცი რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ გამოწვევებისთვის მზად ვარ. მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი და ვიცი რომ მოედანზე ერთმანეთს კარგად გავუგებთ”.

გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონას 120 მილიონი დაუჯდა. გრიზმანმა ასევე აღნიშნა რომ ის ახალ თანაგუნდელებს უკვე დაუმეგობრდა.