ბეილის ყიდვა ტოტენჰემს სურს

ბეილის ყიდვა ტოტენჰემს სურსლონდონის ტოტენჰემი გარეტ ბეილის დაბრუნებაზე ფიქრობს და მზად არის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბეილი რეალში მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო აპირებს დარჩენას და მან კარგად იცის რომ მომავალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. ამის მიზეზი კი ზინედინ ზიდანთან უთანხმოებაა.

ტოტენჰემში ბეილმა სახელი გაითქვა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ეს მისი მშობლიური კლუბია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბეილი მაღალი ხელფასის გამო რეალის დატოვებას არ აპირებს და როგორც თვითონ თქვა მზად არის, ფეხბურთის მაგივრად გოლფი ითამაშოს.