„გამოძიებას მნიშვნელოვანი შეკითხვები არ დაუსვამს“ – ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა

„გამოძიებას მნიშვნელოვანი შეკითხვები არ დაუსვამს“ - ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდახატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა.
ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მისთვის გამოძიებას მნიშვნელოვანი შეკითხვები არ დაუსვამს.

მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, 20 ივნისს აქციაზე გამოვიდა თუ არა სიტყვით, რაზეც ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მან გამოკითხვის დროს თქვა, რომ მომიტინგეებს მიმართა.

ადვოკატ ალეკო მგელაძის განცხადებით, ხატია დეკანოიძისთვის გამოძიებას ისეთი შეკითხვა არ დაუსვამს, რაზეც ოპოზიციის ლიდერს საზოგადოებასთან ღიად არ უსაუბრია.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს გუშინ საღამოს გუბაზ სანიკიძე.

ოპოზიციის ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ნიუპოსტი