გერმანიაში გორელი ემიგრანტი ინგა ბერიანიძე გარდაიცვალა – ”უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, მაგრამ სხვებს სულ ეხმარებოდა”

გერმანიაში გორელი ემიგრანტი ინგა ბერიანიძე გარდაიცვალა - ”უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, მაგრამ სხვებს სულ ეხმარებოდა”გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ინგა ბერიანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ვიცი, რაც არ უნდა დავწერო, ვეღარაფერს შევცვლი, მაგრამ მე მაინც მინდა გიამბოთ ამ ქალბატონის შესახებ.

ინგა ბერიანიძე, ქალბატონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი.

ერთ-ერთი ჩემი ბენეფიციარისთვის თანხის გადმორიცხვა უნდოდა გერმანიიდან, თან ბოდიშებს მიხდიდა, მცირედია და მაპატიეო.

მას შემდეგ იშვიათად ყოფილა ბენეფიციარი, რომ მას თავისი “მცირედი” სიკეთე არ გაეკეთებინოს.

ინგა, ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ადამიანი, რომელიც, თავის მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში უსახსროდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა.

ადამიანი, რომელიც გერმანიაში ქართველ ემიგრანტებს უდგა გვერდით, ამხნევებდა, საკუთარ სახლში იფარებდა და აპურებდა.

ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისი და სხვისი სიცოცხლისთვის.

ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ მისმა სიკეთემ გადაარჩინა ელენე, თორნიკე, გიორგი, ნარი.

მინდა ყველა იცნობდეთ ამ მადლიან გორელ ქალბატონს, რომლის სიკეთეც და ზრუნვაც მე არასდროს დამავიწყდება.

ვიზიარებ მისი ოჯახის უდიდეს ტკივილს!” – წერს ანო ემხვარი.

ნიუპოსტი