გიგა მაქარაშვილი – გინდათ შს მინისტრი, რომელიც იპარება სარდაფიდან, სადაც ელოდება 30 ადამიანი?

გიგა მაქარაშვილი - გინდათ შს მინისტრი, რომელიც იპარება სარდაფიდან, სადაც ელოდება 30 ადამიანი?„გინდათ თუ არა შს მინისტრი, რომელიც იპარება სარდაფიდან, სადაც ელოდება 30 ადამიანი?“ – ამ კითხვით საზოგადოებას,  ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა მიმართა, რომელიც “ტვ პირველის” შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

გიორგი გახარია ინგა გრიგოლიასთან სტუდიაში იმყოფებოდა, თუმცა, მან შენობა სტუდიის ცენტრალური გასასვლელიდან არ დაუტოვებია.

„22-ით ნოლი უკვე გამანადგურებელი ანგარიშია ნებისმიერ სპორტში, სამარცხვინოდ მარცხდება ხელისუფლება, ეს იყო პიკი იმიტომ, რომ დავუძახეთ „სირცხვილია, მშიშარა,“ იმიტომ, რომ 30 მომიტინგესთან, როცა ვერ გამოდიხარ, მით უმეტეს კორდონი როცა გიცავს,“ – ამბობს მაქარაშვილმა.

გიგა მაქარაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბიძინა ივანიშვილსაც კი არ შეუძლია შს მინისტრის მოხსნა.

შს მინისტრის გადადგომას პარლამენტის წინ უკვე 22-ე დღეა ითხოვენ. ისინი გავრილოვის სისხლიან ღამეს აპროტესტებენ, როდესაც ხელისუფლებამ მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.
 რუსთავი 2