გუბაზ სანიკიძე- „ბიძინა ივანიშვილი 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეა, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ძონძია, ზალკალიანი – პოლიტიკური ვირთხა“

გუბაზ სანიკიძე- „ბიძინა ივანიშვილი 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეა, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ძონძია, ზალკალიანი - პოლიტიკური ვირთხა“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ოკუპანტი უწოდა და თქვა, რომ საქართველომ 1918 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 1919 წელს ოს ხალხს გენოციდი მოუწყო. ისტორიის გაყალბების მცდელობის შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების საკითხს არ ემხრობა.

პუტინის ეს უკანასკნელი განცხადება ”ქართულ ოცნებაში” მოიწონეს, ისტორიის გაყალბებაზე კი მხოლოდ ის თქვეს, რომ ტყუილია, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმეწამიანი კომენტარის გაკეთებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ.

რა მიზანი ჰქონდა პუტინს ამ განცხადების გაკეთებისას და როგორ უნდა ემოქმედა განცხადების შემდეგ ნორმალურ ხელისუფლებას? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საუბრობს.

_ პუტინმა ისტორია გაყალბება სცადა და თქვა, რომ ჩვენი მოვახდინეთ აფხაზეთის ოკუპაცია, ხოლო ოს ხალხს გენოციდი მოვუწყვეთ. მოვისმინეთ ჩვენი ხელისუფლების თითქოს დამგმობი განცხადებები, თუმცა რეალურად არაფრისმთქმელი. რა აქტივობა იყო საჭირო ჩვენგან?

_ პუტინს ეს განცხადება უვიცობის გამო არ გაუკეთებია, მე ასე მგონია. ეს იყოს შორს გადადგმული ვერაგობა. აჩვევს ყველას, რომ ქართველები აგრესორები ვართ და აფხაზეთი ჩვენი არ ყოფილა და ცხინვალიც არ ყოფილა ჩვენი. ამის ფონზე კი ჩვენი ხელისუფლება დადუმებულია, კრინტს ვერ ძრავს. იმის თქმასაც კი ვერ ბედავს, რომ ეგ ეგრე არ არის და სხვანაირად არის.

ჩვენ ხომ გვგონია ქართველებს, რომ რუსეთი ვერ მოძებნის ვერცერთ ქართველს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაგრამ ძალიან ხშირად რასაც არ ვუშვებთ, ის გვემართება.

_ რას გულისხმობთ?

_ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება ხელი მოაწეროს აფხაზეთის და ცხინვალის დაკარგვას. ეს მაფიქრებს ძალიან სერიოზულად. ბიძინა ივანიშვილი არის ის კაცი, რომელიც ამას ხელს მოაწერს.

_ ანუ „ოცნების“ ხელისუფლება სამშობლოს გაყიდის? ასე გგონიათ?

_ არ გაყიდეს სამშობლო და ახლა ყოველდღიურად არ ყიდის ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს?!

_ მაგრამ რა საშიშროებაზეც საუბრობთ, ეს ხომ უკვე ოფიციალური დეკლარირება იქნება?

_ რა პრობლემაა მისთვის დეკლარირება? ეს არის მოღალატე კაცი. კლასიკური გაგებით მოღალატეა. სუფრაზე სათქმელად მოღალატე კაცი კი არ არის, არამედ რეალურად და ოფიციალურად მოღალატეა.

_ რეალურად ორჯონიკიძეა?

_ დიახ. სერგო ორჯონიკიძეა. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეა.

_ იმ ფონზე, როცა პუტინი ასეთ რაღაცებს გვაბრალებს, როცა ოკუპანტებს აქეთ გვეძახის და გენოციდის მომწყობებს გვეიწოდებს, შემდეგ კი რაღაცას გვიგდებს და გვეუბნება, რომ აი სანქციებს არ დაგიწესებთო. რეალურად ეს ხომ უკვე მეათეხარისხოვანი ამბავი ხდება და ამ დროს როცა საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, ეს რას ნიშნავს?

_ თაფლაკვერი და მათრახი რომ არის, იმას გვიკეთებს პუტინი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის მორალური განადგურება.

ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი დაავადებულია სტოკჰოლმის სინდრომით. განსაკუთრებით უფროსი თაობა, ჩემზე უფროსი თაობა. მათი დიდი ნაწილი არიან ქვეყნის გამყიდველები. არ გავაღიზიანოთ რუსეთი და ა. შ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში არის ხალხი, რომლებიც საქართველო-რუსეთის დაპირისპირების დროს რუსეთის მხარეს არიან. არის ასეთი ხალხი და თავს ნუ მოვიტყუებთ.

მადლობა ღმერთს, რომ ოქროს ახალგაზრდობა წამოგვეზარდა. იმის მაგივრად, რომ ამ ახალგაზრდობას სულ ყველანი გვერდში დავუდგეთ, რას აღარ აბრალებენ მათ. ნარკომანებს და „პიდარასტებს“ ეძახიან. რას აღარ ეძახიან. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთი ნაწილი.

_ გასაგებია, რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს სვამთ, მაგრამ ამ განცხადებების ფონზე დგება თუ არა ზალკალიანის პასუხისმგებლობის საკითხი?

_ უნამუსოს ნამუსზე როგორ შეიძლება ელაპარაკო?! ზოგადად ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და აუცილებლად დადგება ძალიან მალე. არჩევნებით უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაკეთდეს ყველა ერთის წინააღმდეგ და უნდა ჩამოვაშოროთ ესენი ქვეყნის მართვას.

_ თქვენ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავით, პუტინის ასეთი არაადეკვატური განცხადებების დროს რას გააკეთებდით?

_ ჯერ ერთი, საქმეს აქამდე არ მივიყვანდი. მეორე, მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ყველგან და ყველა ვითარებაში ვიცავდი. პუტინმა იცის, ვის რა უნდა უყოს და ვის როგორ უნდა მოექცეს. იცის იმან, რა უნდა გააკეთოს. რუსები პატივს სცემენ ამაყ ხალხებს, დაჩოქილ ხალხს პუტინი პატივს არ სცემს. დაჩოქილ ხალხებს ანადგურებენ.

ბიძინა ივანიშვილი პუტინის დანიშნულია და რასაც უნდა, იმას უზამს, თუ უნდა გაამათრახებს და თუ უნდა, რასაც უნდა, იმას უზამს.

_ ახლა ის დრო ხომ არ არის, როდესაც ნორმალურმა ხელისუფლებამ განგაშის ზარები უნდა შემოჰკრას და მსოფლიო შეძრას? მით უმეტეს ევროპელი პოლიტიკოსები და დონალდ ტუსკია ჩამოსულები, მაგრამ იმ ფორუმზეც არ გაგვიგია მკაფიოდ ჩვენი ხელისუფლების ხმა ამ მიმართულებით.

_ რა თქმა უნდა. ცეცხლი უნდა ჰქონდეს დანთებული. სააკაშვილი ამას მაინც გააკეთებდა, ხომ იცით, რა ამბავს ატეხდა სააკაშვილი ამის გამო?! მთელ მსოფლიოს შეაწუხებდა. ახლა არაფერიც არ ხდება. ზალკალიანი, ბიძინა, ბახტაძე, ცქიტიშვილი… ნოლები არიან, ადამიანი არაფერი. მთელმა მსოფლიომ ხომ იცის სიმართლეო, ამბობენ. ვინ იცის? მთელმა მსოფლიომ კი არა, ქართველებმა არ იციან თავისი ისტორია.

_ პრეზიდენტი, რომელიც გიორგი გაბუნიას პუტინის მიმართ გინებას ბრიფინგს უწყობს და პუტინის ასეთ სკანდალურ განცხადებაზე კომენტარსაც კი არ აკეთებს, ეს რას ნიშნავს?

_ ეს არის ყველაფერი. მოღალატეები გვყავს ხელისუფლებაში, ეს ქალი საერთოდ ძონძია, ეს არის პოლიტიკური ძონძი. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე. მთავარი მოღალატე, ცხადია, ბიძინა ივანიშვილია.

აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ეს დღეები უკვე ისეთ დღეში ვარ, რომ უკვე გაბრაზებაც აღარ შემიძლია. შინაგანად დალეწილი ვარ, რას ვხედავთ, ვინ მართავს ქვეყანას?! დავანებოთ თავი იმას, ვინ მემარჯვენეები ვართ და ვინ _ მემარცხენეები.

_ ზალკალიანის ასეთი განცხადებები არ გაგიკვირდათ, რომელიც ერთ დროს ალასანიას გუნდში იყო?

_ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ნაძირალა. როგორც ეგ კაცი იქცეოდა, ეს არის. საერთოდ ადამიანის ქცევა განსაზღვრავს ყველაფერს. გახსოვთ, ალასანიასთან იყო, მერე უცბად გადმობარგდა ხელისუფლებაში. ესენი არიან პოლიტიკური ვირთხები. ზალკალიანი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვირთხა, აბა რას იზამდა?! კაცი იძლევა ყველაფერს, ოღონდ თანამდებობაზე იყოს.

ჩვენ გვყავს უპრინციპო და უნამუსო ხელისუფლება, რომლებიც პოლიტიკაში ყველაზე სახიფათონი არიან. ცხოვრებაშიც სახიფათონი არიან, სამეზობლოშიც სახიფათოა უპრინციპო და უნამუსო ადამიანი, მაგრამ ქვეყანას როცა გუნდი მართავს, ეს როგორ შეიძლება?! ერთი ღირსეული კაცი მითხარით ამ ხელისუფლებაში, ერთი დამისახელე. კატასტროფაში ვართ.

გავიხსენოთ შევარდნაძის ან სააკაშვილის ხელისუფლება. არ მოგვწონდა ის ხელისუფლებები, მაგრამ ასეთი რამე არ ყოფილა, რომ ვერავინ ვერ მოგეძებნა ღირსეული. აქ პოლიტიკაზე აღარ არის ლაპარაკი. ზნეობრივი და ეროვნული ფასეულობები მოდის, ამ ყველაფრისგან დაცლილია ყველაფერი. ღმერთის კანონებიც დანგრეული აქვთ და ადამიანის კანონებიც დანგრეული აქვთ. შეხედეთ როგორ იქცევიან, როგორი მხდალები არიან, როგორ სძულთ ქართველი ხალხი, როგორ ეშინიათ პუტინის.

ხომ ნახეთ, გუშინ თავის სახლთან რომ დაარბევინა მიტინგი თავის ნათესავებს ამ ნაძირალამ და არაკაცმა. საგიჟეთშია წასაყვანი, მითქვამს მე ეს. ფსიქიკურად დაავადებული ბოროტი ადამიანის ქცევებია ეს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა