იუვენტუსს მაურო იკარდის შეძენა სურს

იუვენტუსს მაურო იკარდის შეძენა სურსტურინის იუვენტუსი მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა. იკარდის ბოლო სეზონში ინტერის ბოსებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სავარაუდოდ ის ინტერიდან წასვლაზე უარს არ იტყვის. გარდა ამისა, იუვენტუსი მას გაცილებით დიდ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე იკარდის ინტერში აქვს.

იუვენტუსის წარმომადგენლები იკარდის აგენტთან აპირებენ შეხვედრას და შესაძლოა მალე უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. იკარდის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.