„ჯერ ხმაური გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა” – ატლანტის ბორტი ავარიულად დაჯდა – ვიდეო

„ჯერ ხმაური გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა" - ატლანტის ბორტი ავარიულად დაჯდა - ვიდეოჩრდილოეთ კაროლინაში თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზი ძრავაზე შექმნილი პრობლემა გახდა.

ამერიკული მედია წერს, რომ ბორტზე მყოფმა მგზავრებმა ლოცვა დაიწყეს, ზოგიერთს კი ოჯახის წევრებისთვის გამოსამშვიდობებელი შეტყობინების გაგზავნა სურდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 150 მგზავრი იყო, ატლანტიდან ბალტიმორში მიფრინავდა.

„ჯერ ხმაური გავიგეთ და მერე კვამლი გაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც იწვოდა. ამის სუნიც ვიგრძენი. მომხდარმა მგზავრებში დაბნეულობა გამოიწვია, ვერ გაიგეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ეკიპაჟის წევრებმა მოქმედების შესაბამისი ინსტრუქციებიც მოგვცეს. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ“, – იხსენებს მგზავრი CNN-თან ინტერვიუში.

აფრენიდან საათზე მეტი იყო გასული, როდესაც მგზავრებს აცნობეს, რომ ავარიული დაშვება იგეგმებოდა.

„ვიცოდი, რომ შეტყობინებას ვერ გავგზავნიდი, თუმცა ტელეფონი მაინც ავიღე და დედას მივწერე, რომ მიყვარს“, – ამბობს მგზავრი.

საბოლოოდ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. კომპანია დელტამ კი ალტერნატიული რეისი უზრუნველყო, მომხდარის მიზეზის დადგენას კი ცდილობს.

იმედინიუსი