კაკო ბობოხიძე – ”გახარია გაჰკიოდა ტელეფონში, ვინ დაიწყო სროლაო, იმიტომ, რომ ეგ და პრემიერი ბახტაძე გველოდებოდნენ მოლაპარაკებაზე”

კაკო ბობოხიძე - ”გახარია გაჰკიოდა ტელეფონში, ვინ დაიწყო სროლაო, იმიტომ, რომ ეგ და პრემიერი ბახტაძე გველოდებოდნენ მოლაპარაკებაზე”„ევროპული საქართველოს“ წევრის კაკო ბობოხიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისის აქციის მონაწილეებზე სროლა შს მინისტრის გევრდის ავლით დაიწყეს და ამის სავარაუდო მიზეზი დაგეგმილი მოლაპარაკების ჩაშლა იყო.

”გახარიამ გუშინ მთლიანად აიღო არ ქვია ამას, შეიტენა სხვისი პასუხისმგებლობა. მე დანამდვილებით ვიცი, რომ გახარია გაჰკიოდა ტელეფონში ვინ დაიწყო სროლაო, იმიტომ, რომ ეგ და პრემიერი ბახტაძე გველოდებოდნენ მოლაპარაკებაზე და ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო და მისი გვერდის ავლით გასცა ბრძანება სროლის. გახარია რომელმაც არ აღკვეთა მის გვერდის ავლით და არ გააჩერა მისი გვერდის ავლით დაწყებული დარბევის მსვლელობა, უფრო მეტი დამნაშავეა.“ – განაცხადა კაკო ბობოხიძემ ტვ პირველის ეთერში.

ნიუპოსტი