კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდააშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში, ლოს-ანჯელესიდან 150 კილომეტრში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 4 აფტერშოკი მოჰყვა.

მიწიძვრის კერა 9 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ცუნამის საშიშროება ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა.

ეს კალიფორნიაში ბოლო 5 წლის მანძილზე 6 მაგნიტუდაზე მძლავრი პირველი მიწისძვრაა. 1994 წლის იანვარში ლოს-ანჯელესის მახლობლად მომხდარ 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 60 ადამიანი ემსხვერპლა და 7000-ზე მეტი დაშავდა. ეკონომიკურმა ზარალმა მაშინ ათობით მილიარდი დოლარი შეადგინა.

იმედინიუსი