კასილიასი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს

კასილიასი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობსპორტოს ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი თვის წინ გულის შეტევა გადაიტანა. იკერმა განაცხადა რომ ის ხშირად გადის კონსულტაციას ექიმებთან და მათ უფლება მისცეს თამაშის, ამიტომ კასილიასი გაჩერებას არ აპირებს.

იკერის ცოლს სარა კარბონეროს ერთი თვის წინ კიბო აღმოუჩინეს, თუმცა დაავადება დაწყებით სტადიაშია, ამიტომ სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კასილიასის თქმით ის და მისი ცოლი მყარად დგანან ფეხზე და სირთულეების არ ეშინიათ.