კოშმარი ბათუმი-ქობულეთის გზაზე – 3 მინივენი დაეჯახა ერთმანეთს, დაიღუპა არაბი ცოლ-ქმარი,13 ადამიანი დაშავდა

კოშმარი ბათუმი-ქობულეთის გზაზე - 3 მინივენი დაეჯახა ერთმანეთს, დაიღუპა არაბი ცოლ-ქმარი,13 ადამიანი დაშავდა13 ივლისს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 3 მინივენი შეეჯახა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, 2 მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები არიან.

ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.

ბავშვებს ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში და სავარაუდოდ ორივე მათგანს თბილისში გაიყვანენ რეანომობილით, რადგან ბავშვებს მიღებული აქვთ თავის ტრავმაც.

როგორც „ევექსის ჰოსპიტალის“ მენეჯერი, ირინა დოლიძე „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, მათთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 10 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 6-ის კი შედარებით მსუბუქი.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.