ლანჩხუთთან მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა – 7 ადამიანი დაშავდა

თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის აზერბაიჯანელი ტურისტები.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილს აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

გურიის მოამბე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019