ლურჯი ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი – ავტეხოთ განგაში თუ არა?!

ლურჯი ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი – ავტეხოთ განგაში თუ არა?!“რომ არ დაიბნეთ, თავიდანვე შევთახმდეთ – სამედიცინო ენაზე კანის სილურჯეს ციანოზი ჰქვია”, – ამის შესახებ მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს.

ახლა ვნახოთ, რატომ ლურჯდება კანი? 

სისხლი, რომელიც უხვადაა გაჯერებული ჟანგბადით, ალისფერია, როცა ასეთი სისხლით მარაგდება კანი, ის ვარდისფერია.

მაშინ კი, როცა ის ნახშირორჟანგით ჯერდება და ჟანგადის ნაკლებობაა, სისხლი მუქი წითელი, თითქმის შინდისფერი ხდება, სწორედ ის აძლევს ქსოვილების მოლურჯო ელფერს.

არსებობს დაავადებები, როცა სწორედ აირთა ცვლა ირღვევა და ციანოზი ვითარდება.

ახალშობილებს და ჩვილებს დედიკოები ხშირად ამჩვენევნ – ცხვირ-ტუჩის სამუთხედის ციანოზს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შიში.

სანამ განგაშს ავტეხთ, გავეცნოთ, რა დროს ხდება ეს.

როგორც უკვე გითხარით, ცხვირ-ტუჩის ციანოზი ჟანგბადის ნაკლებობითაა გამოწვეული. მისი მთავარი მიზეზი სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქული ასთმა ან სულაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი დაავადებებია, რომელთა დროს ხდება ფილტვებში ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ცვლის დარღვევა, ჰაერის გატარების დარღვევა სასუნთქ გზებში.

ფილტვის ანთების, ბრონქსოსპაზმის, კრუპის სინდრომის დროს პატარას ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი ციანოზური აქვს. ფილტვის ანთების დროს იმიტომ, რომ ფილტვის ქსოვილის დაზიანების გამო მცირდება მისი მოფუქცნიონირე ზედაპირი, ბრონქოსპაზმის და კრუპის სინრდომის დროს კი შევიწროვებულ სასუნთქ გზებში ვერ ხდება ჰაერის სრულყოფილი გატარება.

თანაც გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის მზარდ ორგანიზმს გაცილებით დიდი მოთხოვნა აქვს ჟანგბადზე, ამიტომ მასთან მასთან ჟანგბადის უკმარისობაც უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში.

იმ შემთხვევაში, თუ პატარას ხველის, ცხელების, ცხვირიდან გამონადენის პარალელურად ცხვირ-ტუჩის არის ციანოზი გამოუვლინდა, ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტია საჭირო.

ჟანგბადით შიმშილი შეიძლება გული მანკებს ან გულს-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებებს ახლდეს თან, რადგან ამ შემთხვევაშიც ირღვევა სისხლის ჟანგბადით გაჯერება და ქსოვილებს ნახირორჟანგით მდიდარი სისხლი მიეწოდება.

ზოგიერთი მანკის დროს ხდება ჟანგაბდით გაჯერებული და ნახირორჟანგიანი სისხლის შერევა, რაც ნორმაში არ უნდა ხდებობდეს, ეს კი ციანოზით ვლინდება.

ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ციანოზის შემდეგი მიზეზი ნევროლოგიური დარღვევევებია, რაც შესაძლოა, ორსულობის და მშობიარობის ყველა ეტაპზე განვითარდეს. მიზეზი შეილება იყოს ორსული დედის დაავადებები, პათოლოგიური მშობიარობა, საშობიარო ტრავმა, ასფიქსია.

ასეთ შემთხვევაში ტუჩ-ცხვირის სამკუთხედის ციანოზი გარდა სხვა სიმპტომებიც იჩენს თავს. შეძლებელია მას თან ახლდეს გულყრა, კუნთთა ტონუსის მატება ან პირიქით შემცირება, დუნე რეფლექსები, რასაც ექიმი აღმოჩენს.

დაბოლოს, ცხვირ-ტუჩის ს ამკუთხედის მცირედი სილურჯე ჯანმრთელ ბავშვებშიც გვხვდება. იცით, რატომ?

იმიტომ, რობ პატარას ამ უბანში კანი განსაკუთრებით თხელი აქვს და სისხლძარღვების ლურჯი ფერი კანს ციანოზურ ელფერს აძლევს.
ციანოზი შეიძლება აღინიშნოს ჯანმრთელი ბავშვის ხანგრძლივი ტირილის დროსაც, რადგან ბავშვის მზარდ ორგანიზმს ჟანგბადი განსაკუთრებით სჭირდება, ხოლო ფიზიკური დატვირთვის ან ტირილის დროს მისი ნაკლებობა ვლინდება, ამ დროს ხომ ჟანგბადი განსაკუთრებით სწრაფად იხარჯება.

დამშვიდების შემდეგ კი ციანოზი თავისთავად გაივლის.

ცხვირ-ტუჩის ციანოზი შეიძლება ხშირად შენიშნოთ ახალოშობილებს დაბადების პირველ დღეებში. ეს მისი სასუნთქი და გულს-სიხლძარღვთა სისტემების გარდაქმნასა და გარემო პირობებთან შეგუებასთანაა დაკავშირებული. მუცლადყოფნის დროს ხომ ახალშობილი არ სუნთქვას, მისი სისხლის მიმოქცევის სისტემა კი დედის ორგანიზმთანაა „მიბმული“.

როგორ ვმკურნალობთ ციანოზს?

დამოუკიდებლად მისი მკურნალობის გეგმა არ არსებობს. თუ ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ციაონოზი სასუნთქი , ნევროლოგიური ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამო ვითარდება, პირველ რიგში სწორედ ამ დაავადებების მართვა უნდა მოხდეს, ხოლო თუ პატარას ეს დაავადებები არ აქვს, სანერვიულოც არაფერია.

ბევრი ისეირნეთ ჟანგადით გაჯერებულ ჰაერზე, გაამდიდრეთ მისი სისხლი ჟანგბადით. ციანოზი ნუ შეგაშინებთ.

საბავშო ინფო