“მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში, ღამე პირდაპირ მიწაზე იძინებს… მოწყალებას ითხოვს და რამეს რომ მისცემ, მაშინვე ტირილს იწყებს”

"მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში, ღამე პირდაპირ მიწაზე იძინებს... მოწყალებას ითხოვს და რამეს რომ მისცემ, მაშინვე ტირილს იწყებს"სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი მოხუც ქალზე წერს, რომელსაც ოჯახის წევრები არ ჰყავს, ავად არის და ღამეს გარეთ ატარებს.

“მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში რასაც ხედავთ, ამის მეტი არაფერი აქვს და არც ოჯახის წევრები ჰყავს ღამე პირდაპირ მიწაზე იძინებს, თუ ვერ შეეფარა სადმე. ავად არის, შიმშილობს და მოწყალებას თხოულობს ზოგჯერ

მარტო პირადობის მოწმობა აქვს და რაც აცვია ეს ტანსაცმელი.

რაღაცას რომ მისცემ, მაშინვე ესე ტირილს იწყებს და აი გული გაგისკდება რა, ზამთარი როგორ გადაიტანა, მართლა არ ვიცი სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ რაღაცა, თორემ ეს ქალი დიდხანს ვერ გაძლებს ასე. იქნებ პატარა ოთახი ვუქირავოთ, საჭმელი სჭირდება, ექიმი და წამლები სასწრაფოდ. მისამართი თუ ექნება, მერე სოციალურიც დაენიშნება და სახელმწიფოსგანაც მიიღებს დახმარებას. ქუჩაში ძილისგან მთლიანად შერყეული აქვს ჯანმრთელობა, კლინიკაშიც მისაყვანია და შეგვიძლია სიბერეში მაინც ავარიდოთ ამდენ უბედურებას მოგვეხმარეთ როგორც შეძლებთ რა, გასკდა გული ამდენი უსამართლობით მართლა თან ისეთი კარგი ქალია, ლოცავს ყველას სულ

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი – GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი, თიბისი ბანკი – GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი.

თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.

Akaki Sinjikashvili, #სიკეთეგადამდებია” – წერს აკა სინჯიკაშვილი.