მურთაზ კიკორია ლიბერთი ბანკში გადავიდა

მურთაზ კიკორია ლიბერთი ბანკში გადავიდაეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია საქმიანობას ლიბერთი ბანკში გააგრძელებს.

ამის შესახებ რეესტრში ცვლილება უკვე ასახულია. კერძოდ, რეესტრის 28 ივნისის ამონაწერით, კიკორია „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ამავე ამონაწერით, საბჭოს წევრი/თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი, კიკორიას გარდა, დავითი შონია და მამუკა წერეთელი არიან.

შეგახსენებთ, რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი 2018 წლის ნოემბრიდან დატოვა. ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2016 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე კი „საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

ბიპიენი