ნანუკა ჟორჟოლიანი – “ჩემი ანაზღაურება რუსთავი 2-ში არ ცდება 10 ათას ლარს:) ღლეებო!”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "ჩემი ანაზღაურება რუსთავი 2-ში არ ცდება 10 ათას ლარს:) ღლეებო!"ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს:) ღლეებო.

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა ნანუკას შოუს თანამშრომლებზე. ეს რ2 პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას მათაც ეძლევათ 50%.

ეს ციფრები რომელიც გამოფინეთ მიუხედავად იმისა რომ რეალობას არ ასახავს შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალურიქსელიდან , ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან ❤️

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს რომ ხანდახან უარსაც ამბობ შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც.”