ნათია ბანძელაძე გოგიჩას ეთხოვება – “მაინც მატირა… ყველა გვატირა… არ ინერვიულო რაა, მიყვარხარ”

ნათია ბანძელაძე გოგიჩას ეთხოვება - "მაინც მატირა... ყველა გვატირა... არ ინერვიულო რაა, მიყვარხარ"გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
“….მაინც მატირა …ყველა გვატირა… 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით ,მან მასწავლა სიყვარული ,ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა ,როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა ,იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა…როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა ,,მეზიზღება,,.

30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა ,ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა . ჩემი სიკეთის სხივი ,დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა…რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ…ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო!

მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი ,მზით სავსე ,დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში …მხეცს შეუყვარდა,ბრძოლა მე წავაგე …მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ,არ ინერვიულო რაა, მიყვარხარ” – წერს ნათია ბანძელაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგიჩა ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა.

ნიუპოსტი