ნეიმარი პსჟ-ში დაბრუნებას არ აპირებს

ნეიმარი პსჟ-ში დაბრუნებას არ აპირებსპსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი თავის გუნდში პრე სეზონისთვის განკუთვნილ შეკრებაზე დაბრუნებას არ აპირებს და ბრაზილიელი ამით ანიშნებს პსჟ-ს მფლობელებს, რომ მას გუნდის დატოვება სურს.

ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნეიმარს ბარსელონაში სურს დაბრუნება და კატალონიური გუნდიც ამის წინააღმდეგი არ არის. თვითონ ნეიმარს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ბარსელონას ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ ამ ეტაპზე ისინი ნეიმარის ტრანსფერზე აქტიურად არ მუშაობენ.