ნორიოში ამწე დაგორდა და 8 მანქანას დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

ნორიოში ამწე დაგორდა და 8 მანქანას დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდაგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. “შემოვილთ გზაზე” ტვირთების ამწე მანქანა დაგორდა და 8 ავტომობილს დაეჯახა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ტვირთების ამწე მანქანა აღმართზე მიდიოდა, როდრსაც სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და დაგორდა.

დაგორებული მანქანა მის უკან მიმავალ 8 მანქანას დაეჯახა, მათ შორის იყო ტრაილერი, რომლის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი კი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.

“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ -“მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს”.