ოთარ კვირიკაშვილი – „ჯერ არ შექმნილ პარტიას გვებრძვიან!“

ოთარ კვირიკაშვილი - „ჯერ არ შექმნილ პარტიას გვებრძვიან!“„ჯერ არ შექმნილ პარტიას გვებრძვიან. გვებრძვის მხდალი ივანიშვილი, რომელმაც ფრონტის ხაზი გახსნა ჯერ ტროლების ქარხნის მეშვეობით, ახლა უკვე პროკურატურაც ჩართო საქმეში.

მას ჰგონია, რომ ათასგვარი ხელოვნური ბარიერით გააჩერებს პარტიის შექმნას და განვითარებას. ამ მიზანს ემსახურება მოძრაობის ლიდერებზე, ოქრუაშვილზე და სანიკიძეზე საქმეების აღძვრა.

ჭორვილელი არარაობა ფიქრობს, რომ განვითარების წყარო მათგან მოდის და თუ ამას გადაკეტავს, დამთავრდა. ვერ ხვდება ეს ერთუჯრედიანი, რომ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ათიათასობით და ასიათასობით გაბრაზებული ადამიანი დგას ჩვენს გვერდით და ახლა უკვე დროის ამბავია ივანიშვილის პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრება. ვერანაირი პროკურატურა ვერ უშველის ამ ამბავს. კართაგენი უნდა დაინგრეს!“ – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი.