პოლონეთში ქართველმა ქართველი დაჭრა

პოლონეთში ქართველმა ქართველი დაჭრაპოლონეთში, ქალაქ ვონგროვეცში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს. ინციდენტი 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ნიუპოსტი