საბერძნეთის ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

საბერძნეთის ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვასაბერძნეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზამ“ დამარცხება უკვე აღიარა. ამ დროისთვის ბიულეტენთა 88 პროცენტია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ ამომრჩეველთა 39,8 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, ციპრასის მემარცხენე პარტიამ კი 31.6 პროცენტი. გამარჯვებული პარტიის ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ იგი იქნება ყველა ბერძენის პრეზიდენტი, ვინაიდან „ბერძნები ძალიან ცოტანი არიან იმისათვის, რომ დაყოფილები იყვნენ“.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი დემოკრატია“ პარლამენტში 158 ადგილს დაიკავებს, „სირიზა“ 86-ს, კომუნისტები 15-ს, ორი ნაციონალისტური და პრორუსული პარტია კი 10-ს და 9-ს.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მას შემდეგ დანიშნა, რაც მისმა პარტიამ გასულ თვეს, ევროპულ და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში მარცხი განიცადა.

იპნ