საღორიის ტყეში გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა – რა მოხდა ქუთაისში

საღორიის ტყეში გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა - რა მოხდა ქუთაისშიმეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში სუიციდის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა სუიციდის მცდელობა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა.

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმციაში.

მათივე ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი. საღორიის ტყეში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხადარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.