საქართველო კალათბურთში ევროპის 2021 წლის პირველობის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო კალათბურთში ევროპის 2021 წლის პირველობის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებსსაქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გაიმართება. პრეზიდენტისპრესსამსახურის ინფომრაციით, მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაწარადგინა.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნი თორნიკე შენგელია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.