საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი

საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელისაქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია სეტყვაც. 15-16 ივლისს, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. ტემპერატურა +15, +35 გრადუსი იქნება.
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა +15, +34 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი ზღვისპირეთშიც.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, 17 ივლისს ღამით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, 16 და 17 ივლისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის თუმცა ღამით წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +19, +34 გრადუსი იქნება.