საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით რუსეთი 3 მილიარდი რუბლით იზარალებს

საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით რუსეთი 3 მილიარდი რუბლით იზარალებსსაქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლით იზარალებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რიცხვში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგებაც. დიტრიხის თქმით, კვირის ბოლოს ციფრები დაზუსტდება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით, საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა იკრძალება.