სოლსკიაერს პოგბას დარჩენა სურს

სოლსკიაერს პოგბას დარჩენა სურსმანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩეს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან პოგბას თხოვნითაც მიმართა. სოლსკიაერის თქმით პოგბა ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება:

”პოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და გულწრფელად მინდა რომ ის გუნდში დარჩეს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, ამიტომ მისი წასვლა არავის უნდა”. პოგბას შეძენით ყველაზე მეტად იუვენტუსი და რეალი არიან დაინტერესებულები.