ტრაგედია კასპში – ქვით დატვირთული მანქანა გზიდან გადავარდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ტრაგედია კასპში - ქვით დატვირთული მანქანა გზიდან გადავარდა, დაღუპულია ერთი ადამიანიტრაგედია დატრიალდა კასპის რაიონში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, რკონი-ერთაწმინდის გზაზე ქვით დატვირთული მანქანა გზიდან გადავარდა, რასაც 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა.
შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.