წერეთელზე მძღოლმა ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა

წერეთელზე მძღოლმა ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახათბილისში, წერეთლის გამზირზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ამის შემდეგ კი ყვითელ მიკროავტობუსს შეეჯახა.

ერთ-ერთი დაშავებული მიკროავტობუსში მყოფი მგზავრია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი