ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა  

ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა   ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა.„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის – წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.

გოგიჩა გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს.“- წერს ბასტი-ბუბუს დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.