ცოტნე გამსახურდია – ”პირადად ხიხოსთვის მაქვს ნათქვამი უარი ყველაფერზე, და იცით, რატომ?”

ცოტნე გამსახურდია - ”პირადად ხიხოსთვის მაქვს ნათქვამი უარი ყველაფერზე, და იცით, რატომ?”ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

”ნატვრისთვალი რომ მომცენ და მითხრან, ითხოვე პირადად შენთვის რა გინდაო, არაფერი-მეთქი, ვეტყოდი. სრულიად გააზრებულად ვამბობ ამას, არადა, არ გამითენდეს ხვალინდელი დილა მე და ჩემს ძვირფას ადამიანებს…

რა ბოღმასა და შურზე გველაპრაკება ბიდლო მე და ჩემნაირებს? ბიძინას და გახარიასი მშურს? ? მათგან რამე მინდოდა და ვერ მივიღე? პირადად ხიხოსთვის მაქვს ნათქვამი უარი ყველაფერზე, და იცით, რატომ? რადგან, პირველი – ვიცი, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია; მეორე – არავის არაფერი მჭირდება, ჩემი სამყოფიც მაქვს ყველაფერი და მასზე მეტიც; და მესამე – არ არის ჩემი სტილი სხვის ხელს შეჩერება გინდა ჩემი მშობელი იყოს, მაგას მირჩევნია მშიერი ვეგდო!

მაგრამ ამას ვერ მიხვდება ბიდლო. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ არ უნდა გინდოდეს ხიხოსგამ რამე… და შენც თავისნაირი ჰგონიხარ! ბავშვებო, სანამ ამათ არ შევცვლით, ამ ქვეყანას, მის მთავრობებს, არაფერი ეშველებათ!”