„წვე­უ­ლე­ბას მარ­თავ­დნენ, მო­იხ­მარ­დნენ ნარკოტიკს, ჰქონ­დათ სექსი…” – არაბი პრინცი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს

„წვე­უ­ლე­ბას მარ­თავ­დნენ, მო­იხ­მარ­დნენ ნარკოტიკს, ჰქონ­დათ სექსი..." - არაბი პრინცი ლონდონში გარდაცვლილი იპოვესარა­ბი პრინ­ცი ლონ­დონ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს – ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 39 წლის შეიხ ბინ სულ­თან ალ ქა­სი­მი ორ­გი­ას მას­პინ­ძლობ­და, სა­დაც ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­საც მო­იხ­მარ­დნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ითსბ­რიჯ­ზე მდე­ბა­რე პენ­ტჰა­უს­ში ორ­შა­ბათს დი­ლით იპო­ვეს. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბამ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

„სახ­ლში წვე­უ­ლე­ბას მარ­თავ­დნენ, მო­იხ­მარ­დნენ ნარ­კო­ტიკს, ჰქონ­დათ სექ­სი… სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ხი ხა­ლი­დი სწო­რედ ნარ­კო­ტი­კის გამო მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა,“ – ამ­ბობს გა­მო­ცე­მის The Sun წყა­რო.

ნა­ითსბ­რი­ჯის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი პრინ­ცი იპო­ვეს
შეიხ ხა­ლი­დის მამა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში მდე­ბა­რე სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლა­ქის, ნავ­თო­ბით მდი­და­რი შარ­ჯას მმარ­თვე­ლია. ოჯა­ხი ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას ბრი­ტა­ნეთ­შიც – სა­ს­ექსში, სა­დაც შეიხ ხა­ლი­დის უფ­რო­სი ძმა 1999 წელს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის 24 წლის იყო.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ხა­ლი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ და მომ­ხდა­რის გამო არც არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

შე­ი­ხი ხა­ლი­დი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი იყო და ბრენ­დის Qasimi თა­ნამ­ფლო­ბე­ლი. ის გა­ნათ­ლე­ბით არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფო­ტოგ­რა­ფიც.

„რო­გორც ბევ­რი ახალ­გაზ­რდა არა­ბი მა­მა­კა­ცი, შეიხ ხა­ლი­დი ლონ­დონ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბო­და, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და,“ – ამ­ბობს გა­მო­ცე­მის წყა­რო.

ამბები