ტუსკი – “საბჭოთა კავშირის დანგრევა კარგი იყო ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც”

ტუსკი - "საბჭოთა კავშირის დანგრევა კარგი იყო ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც"“ვაჟა ფშაველა: ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა, ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისევე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. დამოუკიდებელ და თავისუფალ საქრათველოს გაუმარჯოს,” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ამ სიტყვებით ქართულ ენაზე ბათუმში კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

მანამდე კი სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა რუსეთზე, საბჭოთა კავშირის დაშლასა და იმ პოზიტიურ პროცესებზე, რაც ამ ფაქტს მოჰყვა.

“რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო ამ ეპოქის უდიდესი კოლაფსი, მე მინდა ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა, ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, დარწმუნებული ვარ თავად რუსეთისთვისაც კი. ხოლო რაც შეეხება გაწევრიანებას, ძალიან ბევრი ადამიანია ევროკავშირში, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ გაფართოებასთან დაკავშირებით, მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს და მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველაზე ვერ გავრცელდება. ჩვენ აუცილებლად დავაჩქარებთ პოლიტიკურ ასოციაციებს, შევუწყობთ ხელს პოლიტიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან,”-აცხადებს ტუსკი.