ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩოურეკში, ზღვაში უცხოელი ტურისტი მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, მოხდა. მათივე ინფორმაციით, 112-ზე დაღუპულის ცოლმა დარეკა, რომ მისი მეუღლე გაუჩინარდა, მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ზღვაში ბანაობდა.

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მამაკაცის ცხედარი შემთხვევიდან ერთ კილომეტრში მაშველებმა გამორიყული ოპოვეს.