ზაქარია ქუცნაშვილი – „წმინდანისაა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი?… გავრილოვის კი არა – ჭიჭიკოს ღამე”

ზაქარია ქუცნაშვილი - „წმინდანისაა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი?... გავრილოვის კი არა - ჭიჭიკოს ღამე"„გავრილოვის ღამე“ – ეს არის „რუსთავი 2“-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე“, – ეს განცხადება BM.GE-ისთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუს დროს ტერმინი „გავრილოვის ღამე“ ახსენა.

“გავრილოვის ღამე კი არა – ჭიჭიკოს ღამე… გავრილოვის ღამე კი არა, ეს იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე და გავრილოვის ღამედ გინდათ გაამართლოთ “ნაციონალების” ძალადობა?,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვას – “რა მნიშვნელობა აქვს როდის გაფრინდა სერგეი გავრილოვი”, დეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა:

„თუ ჩვენ ფაქტები და სიზუსტე გვინდა, გავრილოვი თბილისში იმ დროს არ ყოფილა და ის გაფრინდა 5 სააათსა და 30 წუთზე… ბოდიშს ვიხდი, მე ფაქტებით გესაუბრებით და არა – შეფასებებით. იმ ღამეს თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, სულ მცირე იმ ღამეს იქ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ის იყო ძალადობის ღამე, რომელიც მოტივირებული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, ვიდრე – გავრილოვის ღამე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გთავაზობთ დეპუტატსა და ჟურნალისტს შორის შემდგარი საუბრის ბეჭდურ ვერსიას, რომელსაც თან ვურთავთ Audio-ფაილს.

– ბატონო ზაქარია, რამ გამოიწვია საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე?

– მე მიყვარს, სიმართლის თქმა…

– ბატონო ზაქარია, როგორც მოქალაქე ისე გეკითხებით – მოქალაქების 7 საათზე საათზე შეკრება რამ გამოიწვია? მეც იქ ვიყავი და როგორ ფიქრობთ, უბრალოდ მოგვინდა და მივედით? პროტესტი რამ გამოიწვია?

– ალბათ თქვენვე გაეცით პასუხი…

– მე თქვენ გეკითხებით პროტესტი რამ გამოიწვია?

– თქვენ ბიზნესი გაინტერესებთ თუ პოლიტიკა, უკვე აღარ ვიცი..

– ბატონო ზაქარია, თქვენ დაიწყეთ საუბარი, რომ „გავრილოვის ღამე“ აღარ ჰქვიაო…

– მე კი არა თქვენ დაიწყეთ… და „გავრილოვის ღამე“ დაარქვა ნიკა გვარამიამ და თქვენ მაგას იმეორებთ ანუ გავარამიას სტანდარტებით მელაპარაკებით. თუ ობიექტური ადამიანი ბრძანდებით, მოდით ჩემთან და დაგანახებთ, რომ ადგილი ჰქონდა პატრიოტიზმის თემით მანიპულირებას ძალაუფლების მოპოვების სურვილით, ეს იყო და მეტი არაფერი. პატრიოტიზმის თემა მგრძნობიარე და ადვილად მანიპულირებადი თემაა, შესაბამისად, ეს თემა გამოიყენეს ძალაუფლების მოპოვების სურვილით, მაგრამ ვერ მოიპოვეს.

ბატონო ზაქარია, თქვენ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ?

– როგორც მოქალაქე თუ მოხვალთ ჩემთან, მე მოგიყვებით ყველაფერს, რომ ეს იყო უზარმაზარი ქაჯობა, რაც გააკეთეს იმ დღეს; ამან დააზარალა ქვეყანა.

– გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ჯდომა რა იყო? რას დაარქმევდით?

– ნიკა გვარამიას სტანდარტებით საუბრობთ, წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი? თუ რა არის ვერ გავიგე? თუ როდის გახდა წმინდანის სკამი – ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?

– თქვენი შეფასებით, ეს პრობლემა არ იყო? შეცდომა მინიმუმ არ იყო?

– შენ გენაცვალე, რომ მოხვალ ჩემთან დაგიდებ სურათს, ვიმსჯელოთ თუ ობიექტური ადამიანი ხართ, დაგანახებთ. უბრალოდ, საზოგადოება ახლა კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია, რადგან რეალურად მანდ რაც იყო გადაცდომა, გადაცდომა იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე… საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი, აი ასე იყო გაყალბებული ფაქტები.

– ბატონო ზაქარია მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ დაგმო და შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა გავრილოვი… არ იზიარებთ თანაგუნდელების შეფასებებს?

– თქვენ ბიზნესის თემა გაინტერესებთ თუ პოლიტიკა?

თქვენ მესაუბრებით და გამიჩნდა კითხვა, როგორც დეპუტატთან…

– ჰოდა, მოდით და აგიხსნით და ვინ რას იზიარებს, მაგაზეც მოგახსენებთ. მე გეუბნებით მართალი იყო, რომ აფხაზეთში ომობდა?

– ბატონო ზაქარია, მე არ ვაშუქებ ამ თემებს, გადავამოწმებ, მაგრამ ითქვა, რომ ეს არ იყო მართალი, თუმცა მეათეხარისხოვანია ყველაფერი, როცა ის – სერგეი გავრილოვი იჯდა პარლამენტში.

bm.ge