ზელენსკის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა

ზელენსკის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვაუკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის კორტეჟის მანქანები ზაპოროჟიეს ოლქში ავარიაში მოყვნენ.

თვით პრეზიდენტი მანქანით არ მგზავრობდა, ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა.

პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ცდილობდნენ ავტობუსების კოლონის გასწრებას და ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი ფოლკსვაგენ ტრანსპორტერი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა.

ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა.

ავტობუსებში ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც კურორტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ავტობუსების მგზავრები არ დაშავებულან.

იპნ