კატეგორია: აქტუალური

სალომე ზურაბიშვილი – ”მე ქალების პრეზიდენტი ვიქნები”

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალია. ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა. „მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ […]

უსუფაშვილმა კობახიძეს დასცინა – ”პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა იჯდეს”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოქმედი თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს: „თუ სასახლის ზომა უნდა იყოს კავშირში კონკრეტული სახელმწიფო მოხელის ადმინისტრაციულ საძალაუფლებო წონასთან, მაშინ მე გეტყვით ასე, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული საძალაუფლებო წონით უნდა განთავსდეს რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე. პარლამენტის […]

ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით უფასურდება – 1 დოლარის ღირებულებამ 2.66 ლარს მიაღწია

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარის გაცვლითი კურსიყოველწუთიერად იცვლება. დღეს დილით ლარის კურსის საწყისი ნიშნული 2.56-ზე იყო, თუმცა ამ წუთებში ლარის საბაზრო კურსი 2.61-ს აღწევს. გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.66 თეთრია, რაც შეეხება თიბისი ბანკს – ერთი დოლარის შეძენა 2.65 თეთრად არის შესაძლებელი.

ლარი გაუფასურდა

ლარი საგრძნობლად გაუფასურდა – თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.55-2.56 ლარის ფარგლებში მერყეობს. თიბისი ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.61 ლარია. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, 1 დოლარის შეძენა 2.60 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ვალუტა დილიდან უფასურდება. მიზეზი კი, დოლართან მიმართებაში თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებაა. Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 2.5465 ლარის […]

თეა წულუკიანი – ”ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“

იუსტიციის მინისტრმა  სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან გამართა შეხვედრა. თეა წულუკიანმა ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრა. „გმირ ქალებთან შესახვედრად ჩვენ ჩამოვედით და გვინდა მათ ანგარიში ჩავაბაროთ ჰააგაში და სტრასბურში მიმდინარე საერთაშორისო დავებზე. ეს დავები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენ ისევე როგორც ქართველთა ეთნიკურ წმენდას, […]

მარგველაშვილი – “რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკმა სიკეთე არავის მოუტანა”

შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობდა რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თუნდაც ყველაზე პრაგმატული გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ენის მოჩლექვით ლაპარაკმა არაფერი […]

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს

ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიამ საბჭოზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მონაწილეობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.

რას მალავს მაია მიმინოშვილი ქონებრივ დეკლარაციაში

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული  […]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვენეტაძემ პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ის საზღვარგარეთ, რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს […]

400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდეს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი მალე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიაფდეს. ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი რეგულაციების გასატარებლად უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროცესის დასრულებას სექტემბრამდე შეძლებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „უნდა გავაფართოვოთ წრე, ვინც მოიხმარს ამ პროგრამით მიღებულ მედიკამენტებს და ასევე დავარეგულიროთ ის ფასები რაც […]

akhalitaoba.ge © 2017-2018