კატეგორია: გულახდილი

“ყოფილი დაქალი ჩემზე ჭორაობს, რომ მისი მშურს”

გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდეთ, რადგან ერთი ადამიანი ცდილობს, ცილი დამწამოს. უკვე ბევრი ადამიანი გადაიბირა და თავის ჭკუაზე ატრიალებს. მე კი მინდა, ყველამ სიმართლე იცოდეს. მერვეკლასელი გოგო ვარ, ისიც ჩემს კლასშია. რამდენიმე წელი დაქალები ვიყავით. ხასიათებით კი განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ დათმობებზე ყოველთვის მე მივდიოდი, ამიტომ კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებდით. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, ამიტომ მას ყველაფერს ვპატიობდი. რამდენჯერმე […]

სოფო: “გიორგიმ მომიტაცა, მაგრამ გამოვექეცი, ირგვლივ მხოლოდ გაუვალი თოვლიანი ტყე იყო…”

ჩვენი რესპონდენტი 28 წლის გასათხოვარი ქალი სოფოა, რომელსაც პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩება. ერთ დროს უყვარდა, მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ქართული ტრადიციული ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა. დღეს კი მარტოა და სიმარტოვეს სულაც არ განიცდის, პირიქით, მასთან დაშორებას უფლის საჩუქრად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. – სოფო, სად გაიცანით გიორგი და […]

“ჩემმა ვაჟმა ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩხუბში მოკლა”

დედობრივი სიყვარული დედას ზოგჯერ ხელს უშლის რეალობის აღქმაში. მარგოს ქალიშვილი დედის დაუკითხავად გათხოვდა, რაც დედისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუ რა მოხდა ამის შემდეგ, მარგოს მონათხრობიდან გაიგებთ. მარგო, 62 წლის: – ის, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, ყველამ იცის, მაგრამ ამაზე ახლობლებთან საუბარს ვერიდები, არ მსიამოვნებს, მით უმეტეს, როცა ეს ამბავი ჩემს შვილებს ეხება. ამიტომ გადავწყვიტე, ინკოგნიტოდ დავრჩე. […]

“იტალიაში 1.000 ევროს ვიღებ, მაგრამ ვირივით ვშრომობ, ჩვენ ადამიანები არ გვქვია”

ქართველი ემიგრანტები ყველგან არიან: საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, რუსეთში. არიან ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ. არიან და მუშაობენ იმ იმედით, რომ აქ, საქართველოში, მათი ოჯახის წევრებს არ შიათ, არ სწყურიათ და არ სცივათ. თუმცა, ისინი იქ ამის საფასურად რას არ აკეთებენ: ხეხავენ უნიტაზებს, ცვლიან “პამპერსებს”, ღამის ქოთნებს, ასუფთავებენ სახლებს, ოფისებს, ეზოებს, ქუჩებს, აშენებენ სახლებს. სანაცვლოდ […]

“ჩემი შეყვარებული პატიმარი აღმოჩნდა”

ახალგაზრდა გოგონამ პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ სიყვარული ტელეფონით იპოვა. ერთი წლის მერე კი შეიტყო, რომ ის მამაკაცი პატიმარია, თუმცა, ამ ფაქტს მისთვის პრობლემა დიდად არ შეუქმნია. ამბობს, რომ რამდენიმე თვეში, როცა ის ციხიდან გამოვა, დაქორწინდებიან. თამრო, 30 წლის: – დამემართა ის, რაც მეგონა, არასდროს დამემართებოდა. თავი ყოველთვის ამაყად მეჭირა და სხვებს დავცინოდი, როცა ასეთ ამბებს […]

მანანა ფრუიძე – ”არ მესმის, ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერი რატომაა!”

რამდენიმე წუთის წინ მანანა ფრუიძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ”ამიხსენით, ვინმემ, მადლიანმა: ვერანაირად ვერ ვხსნი იმას, “ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია”-ო რომ ამბობენ? ჩემთვის, პირადად, მეგობრობაში, სიტყვა “მტერი” არ არსებობს (თუ სამშობლოს მტერზეა საუბარი, ეს სხვა საკითხია)… ადამიანები იშვიათად იღებენ სხვის აზრს, – დარიგებას, მითითებას, კრიტიკას, ხუმრობით ნათქვამსაც კი… რატომღაც , ყველა მართალია სხვის წინაშე […]

როგორ ვუპასუხოთ ქმრის კრიტიკას

ქმარი ხშირად გაკრიტიკებთ, არ მოსწონს როგორ საუბრობთ, ეწევით, ზედმეტი წონა გაქვთ… სპეციალისტთა რჩევები დაგეხმარებათ, ამ სიტუაციას გაუმკლავდეთ. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია ასეთი სიტუაცია მიანიშნებს თქვენი ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე. საჭიროა დაფიქრება, მომავალში როგორ ააგოთ ურთიერთობა. გამოდის, ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ, მას არ აწყობს. ეს იწვევს იმას, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ქვეითდება, თავს ნაკლებად უსმენთ, თქვენ შეგრძნებებს იგნორირებას […]

“მულის ქმარი შემიყვარდა”

ხშირად სიყვარული ეგოისტობას მოითხოვს და ადამიანიც იძულებულია, მას დაემორჩილოს. ინგას ცხოვრებაშიც ასე მოხდა, ის ჯერ მხოლოდ 32 წლისაა და სიყვარულის გამო ყველაფერზე უარი თქვა. თუ რატომ მოიქცა ასე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ინგა, 32 წლის: – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ დამემართებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ სიყვარულის გამო ადამიანები ათას სისულელეს ჩადიოდნენ, მაგრამ ასეთ თავდავიწყებას ნამდვილად […]

“ნარკოტიკებისგან სიყვარულმა და დედის ლოცვამ გადამარჩინა”

სპეციალისტების თქმით, ნარკომანიით დაავადებულ ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავი დაანებოს ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ ამას მხოლოდ 3% თუ ახერხებს. ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ნარკოტიკებისადმი ლტოლვის პრობლემა, შეიძლება ითქვას, ეროვნულ უბედურებად იქცა. მედიცინაში ნარკომანთა ორ ჯგუფს გამოყოფენ – “მოყვარულთა” და “პროფესიონალთა”. არც ერთი ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავს ნარკომანად არ თვლის, თუმცა “პროფესიონალებს”, “მოყვარულებისგან” განსხვავებით, კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ […]

“ჩემი შვილები ქუჩაში რომ გამეშვა, ასეთი ბოთეები არ გამოვიდოდნენ”

ქალბატონი ლიზა 75 წლისაა, ერთ დროს დიდი ოჯახის დიასახლისი დღეს მარტო ცხოვრობს, ამაში არავის ადანაშაულებს, მიაჩნია, რომ შვილები კარგად ვერ გაზარდა და ამის გამო ისჯება. ქალბატონი ლიზა ეკლესიის ეზოში გავიცანი. მამის გარდაცვალების წლისთავი იყო და პანაშვიდი მინდოდა გადამეხადა. მღვდელს არ ეცალა და მოცდა მომიწია. მამაოს უცდიდა შავებში ჩაცმული, ჯაფისგან დაპატარავებული ქალიც, მასაც პანაშვიდის გადახდა უნდოდა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018