კატეგორია: საზოგადოება

ალადაშვილის კლინიკაში 22 წლის ლუკა ანდოლინი გარდაიცვალა

გუშინ  ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა ლუკა ანდოლინი და დავით ანდოლინი შეიყვანეს. ზედოზირების შედეგად ლუკა ანდოლინი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ძმას, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. პრაიმ ტაიმი

უგონოდ მყოფი ძმები აბაზანაში მეზობელმა აღმოაჩინა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ნარკოტიკით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევის შესახებ, როდესაც ე.წ. ნარკო-კომის დიაგნოზით, ალადაშვილის კლინიკაში ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, დეტალები ხდება ცნობილი. ქრონიკის ინფორმაციით, ძმები უგონო მდგომარეობაში აბაზანაში მეზობელმა აღმოაჩინა, რომლის თქმითაც, ამ დროს სახლში მათი დედა არ იმყოფებოდა. ნაცნობები ძმებს წესიერ ახალგაზრდებად ახასიათებენ. სავარაუდოდ ნარკოტიკული ზედოზირებით ძმები კლინიკაში დღეს მიიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, ექიმების თქმით, მიყვანის დროს […]

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავთან მივიდნენ

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხს ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ. სოფელ დუისის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ როგორც სპეცოპერაციის დამგეგმავი მაღალჩინოსნები, ასევე ის სპეცრაზმელი, რომელმაც ახალგაზრდას საწოლში ესროლა. პანკისში გამართულ აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა ზაზა სარალიძე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა. მოთხოვნების […]

კლუბური ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი – ალადაშვილის კლინიკაში შეყვანილი ძმებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის ინფორმაციით, ის მძიმედაა. „მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა“, […]

„გალერია თბილისის“ ავტოსადგომი  დაიტბორა

ძიერი წვიმის შედეგად, გვიან ღამით დაიტბორა სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისი”-ს მიწისქვეშა ავტოსადგომი. მეხანძრე-მაშველების დახმარებით მიმდინარებდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული იყო 1 სამაშველო ჯგუფი. ძლიერმა წვიმამ თბილისის მასშტაბით პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით გლდანი-ნაძალადევის რაიონში. წუხელ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყბონება შევიდა.

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე – შსს-ს განცხადება

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.

6 წლის დაჩის ერთი თირკმელი არ აქვს მეორე კი, დაზიანებულია… – ოპერაციის გაკეთებაზე საქართველოში ოჯახს უარი უთხრეს

6 წლის ბათუმელი დაჩი ბოლქვაძეს ჩვენი დახმარება ესაჭირეობა. სულ რაღაც ერთი წელია დაჩის მშობლებამ აღმოაჩინეს რომ მის შვილის ერთი თირკმელი არა აქვს . სამწუხაროდ მეორე თირკმელიც დაზიანებულია და საშარდე მილები შევიწროებული, სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, რათა შეინარჩუნოს ცალი თირკმელი. საქართველოში ბავშვს ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს. ამ ეტაპზე დაჩის ესაჭირობეა მხოლოდ 5 ათასი დოლარი სასაწრაფოდ . იმედი […]

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ამაღლების ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ. მომღერალი გიო ხუციშვილი 11 ივნისს გარდაიცვალა. 29 მაისს ფილარმონიაში მის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა, კონცერტის შემდეგ კი საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.  გარდა საესტრადო კარიერისა, გიო ხუციშვილი მონაწილეობდა ათამდე ფილმში.

გერმანიაში 41 წლის ქართველმა ლტოლვილმა თავი მოიკლა

გერმანიის ქალაქ ბუირენში, ლტოლვილის სტატუსით ჩაბარებულმა, 41 წლის ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინციდენტი ასოციაცია “Hilfe für Menschen”-ის ინფორმაციით, ორშაბათს მოხდა. გავრცელებული ცნობით, არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სავალდებულო მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაევლო. თუმცა, ის დეპორტაციის ცენტრში ჰყავდათ დაკავებული და ერთ ადამიანზე გათვლილ საკანში იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის […]

„საქართველოს მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“ 

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კეთილდღეობის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსოახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. კვლევის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად 1.25 აშშ დოლარია დღეში მიჩნეული, ოჯახში მცხოვრები თითოეული წევრის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, ანუ ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარი. 2015-2017 წლების პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018