კატეგორია: სოციალური მედია

იპოდრომის ტერიტორია ვისოლი ჯგუფს მიჰყიდეს

იპოდრომის ტერიტორია ვისოლი ჯგუფს მიჰყიდეს

საბა ბუაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ეს არის ივანიშვილის მიერ ვისოლ ჯგუფის მესვეურებზე გაყიდული იპოდრომის ტერიტორია, სადაც ბოლო სარეკრეაციო სივრცის ადგილას ამის გაკეთებას აპირებენ. აი ამას უკეთებენ კალაძე და ივანიშვილი თბილისს. ამისთვის სჭირდებათ ძალაუფლება. დროც “შესანიშნავად” შეარჩიეს. არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! არა ურბანულ გენოციდს!“

რევაზ შატაკიშვილი – „რიმა ბერაძეს, ოდეს უნახავს, როგორ გაძუყნეს მდინარაძე, გული ფინთად გაუხდა“

რევაზ შატაკიშვილი - „რიმა ბერაძეს, ოდეს უნახავს, როგორ გაძუყნეს მდინარაძე, გული ფინთად გაუხდა“

რევაზ შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რიმა ბერაძეს, ოდეს უნახავს, როგორ გაძუყნეს მდინარაძე, გული ფინთად გაუხდა. რა ჩვილი გული ჰქონია ნადეჟდა კრუპსკაიას პადრუგას. აფსუს, მაშინ რა გულადი ქალი იყო, ლენინთან ერთად რომ ძვრებოდა თივის ზვინში.“

„გურჯაანიდან ჩამოვედი, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ლენინის ძეგლი მე ჩამოვაგდე გურჯაანშიო“ –  ფოტოს  ზურაბ ჯაფარიძე აქვეყნებს

„გურჯაანიდან ჩამოვედი, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ლენინის ძეგლი მე ჩამოვაგდე გურჯაანშიო“ –  ფოტოს  ზურაბ ჯაფარიძე აქვეყნებს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტთან განართული საპროტესტო აქციიდან ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს: „გურჯაანიდან ჩამოვედი, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ლენინის ძეგლი მე ჩამოვაგდე გურჯაანშიო. რას ვიფიქრებდი ისევ რუსებთან თუ მომიწევდა აქ ბრძოლაო”

ვანო ნადირაძე – ირანმა უბრალოდ ჩაისვარა

ვანო ნადირაძე - ირანმა უბრალოდ ჩაისვარა

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას – უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი-ვანო ნადირაძე, საკუტარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს: „გუშინ დავწერე რომ ირანი ფეხებს მოჭამდა ისრაელს და აღვნიშნე რომ სამი ფენის საჰაერო თავდაცვა აქვს ახლო , საშუალო და შორი მანძილის. რა თქმა უნდა არა ვარ გულთმისანი. რუსეთიც იგივე რაკეტებს და შახიდებს უშვებს უკრაინის მიმართულებით თითქმის ყოველდღე და […]

თამარ ჩერგოლეიშვილი – „ბიძინა რომ მოგისრიალდათ, ჯერ ვერ ხვდებით?”

თამარ ჩერგოლეიშვილი - „ბიძინა რომ მოგისრიალდათ, ჯერ ვერ ხვდებით?"

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს მთავრობა ბიძინა რომ მოგისრიალდათ, ჯერ ვერ ხვდებით? ვერ ხვდებით რომ ჯობდა სასამართლოს გაეთავისუფლებინა ლაზარე? ვერ ხვდებით, რომ შოკოლადში იყავით და ჯობდა კანონი უკან არ შემოეტრიალებინა? ილოცეთ, რომ სააკაშვილ/კეზერაშვილ/გვარამიებმა კიდევ ერთხელ გადმოგიგდონ მაშველი რგოლი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. მასალის გამოყენების პირობები

დიტო სამხარაძე – „პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა“

დიტო სამხარაძე - „პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელსი წერს: „ბოდიშს ვუხდი ქართული პოლიციის 45 000-ზე მეტ თანამშრომელს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოთრევაში! ე.წ. პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, პოლიციელის დაწვა წაახალისა! საქართველოს მებრძოლ, პატრიოტ ხალხს ზურგი აქცია ბოდიში ბიჭებო“.

ლადო სადღობელაშვილი: „ტელევიზიიდან გამოსულებს  ნაცზონდერები დაგვხვდნენ,  კალაძე კი „რეაქციაში“ სააკაშვილს აქებდა და ადიდებდა… სურათს დააკვირდით“

ლადო სადღობელაშვილი: „ტელევიზიიდან გამოსულებს  ნაცზონდერები დაგვხვდნენ,  კალაძე კი „რეაქციაში“ სააკაშვილს აქებდა და ადიდებდა... სურათს დააკვირდით“

ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „არ დამავიწყდება, 2008 წლის იანვრის პირველი დღეები, საპრეზიდენტო არჩევნებია, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მიგვიწვიეს ახალგაზრდები, დარბაზიდან ვახსენებდით საზოგადოებას ნაცების შავბნელ საქმეს, სტუდიაში მჯდომ ბობოლა ნაცებს პირში ვეუბნებოდით თუ რას წარმოადგენდნენ სინამდვილეში, ამას გამბედაობა უნდოდა იმ წლებში… ეს გადაცემის პირველ ბლოკში ხდებოდა, მეორეში სააკაშვილის საპრეზიდენტო მარათონის დასასრულის პრეზენტაცია იყო, […]

მაია ასათიანი – „რომ წარმოვიდგენ, ახლა 26 წლის იქნებოდი, გული მიჩერდება…“

მაია ასათიანი - „რომ წარმოვიდგენ, ახლა 26 წლის იქნებოდი, გული მიჩერდება...“

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტოს ავრცელებს და წერს: „რომ წარმოვიდგენ, ახლა 26 წლის იქნებოდი, გული მიჩერდება..“ მაია ასათიანის ქალიშვილი 18 წლის ასაკში, საფრანგეთის კლინიკაში, მენინგოკოკცემიის ინფექციით გარდაიცვალა. ნუცა მახვილაძე საზღვარგარეთ სწავლობდა.

ბათუმში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში არასრულწლოვან ბარბარე გელაძეს ეძებენ – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ისინი დახმარებას ითხოვენ. „დაიკარგა დღეს შუადღის 4 სათისთვის ბარბარე გელაძე. ბოლოს შეამჩნიეს ევროპის მოედანზე. მთელი ბათუმის მაშტაბით ვეძებთ! აცვია მწვანე ზედა, ვარდისფერი შარვალი. გთხოვთ დაგვეხმაროთ, თქვენი ერთი გადაზიარებაც მნიშვნელოვანია !!! პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 595915891 – ნუკრი გელაძე (მამა)” .